Dec 31, 2009

bye bye 2009 წელო

ასე და ამგვარად სულ რაღაც 1/45 წუთში დავემშვიდობებით 2009 წელს . მოდის ახალი წელი ახალი იმედებით. მიუხედავად იმისა რომ ვთქვი გოზინაყს არ გავაკეთებ თქო მაინც მომიწია გაკეთება, რაღაცნაირად საახალწლო განწყობაზე დამაყენა. ცოტახნისწინ მოვიმარჯვე ჩემი საყავრელი შავი ღვინო, მარტომ 4 ჭიქა მოვწრუპე. მერე კი ძილის ხასიათზე დავდექი. ცოტა გამომათროსავით და მჟავე კიტრის მწნილი შევაშველე. მერე კი არხეინად დავიძინე. დღეს ძალიან მაგარი რაღაც მოხდა. ყოველთვის წლის ბოლო დღეს რაღაც სასიხარულო მუდამ ხდება. დილით დაიდო შეთანხმება მეზობელთან. ანუ ახალ ბინაში გადავდივარ 5 რიცხვამდე ბინებს გადავაფორმებთ, ჩემს სახლში გამოვიზამთრებ და მარტის ბოლოს გადავალ იქ. ჩემი ოთახიც ავირჩიე, ეხლა კი დიზაინზე ვფიქრობ, ჩემთვის სრულიად საკმარისია, როცა გავარემონტებთ დარწმუნებული ვარ ძალიან მყუდრო იქნება. კედლის ერთ მხარეს რამე ნახატი მინდა რომ იყოს. სავარაუდოდ ამ ორიდან ერთ-ერთი.

Dec 30, 2009

წინა საახალწლო პოსტი

არ მჯერა რომ ხვალ უკვე ახალი წელია, კალენდარს რამდენჯერმე დავხედე რამე ხომ არ მეშლება თქო, მაგრამ აშკარად არა. ხვალ ნამდვილად 31 დეკემბერია.ისე უცბად გავიდა ეს თვე, ეს წელიც.ისე ვარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაბმული რომ ვერც კი ვიგებ დღე როგორ გადის ან კვირა. ხშირ შემთხვევაში კვირის დღეებიც არ ვიცი ხოლმე და გამუდმებით სხვას ვეკითხები. რომ დავფიქრდე და გადავავლო თვალი 2009 წელს, მნიშვნელოვანი არაფრით ყოფილა. მნიშვნელოვანი ძვრები არ შეიმჩნეოდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ დაიწყო ბევრი რამ რისი გაგრძელებაც და დასასრულიც სწორედ 2010ში იქნება. ველი იმ დღეს როდესაც ყოველი საქმიდან გაამარჯვებული გამოვალ.
ახლა ალბათ ყველა ოჯახში საახალწლო ფაცი-ფუცია,ჩემთანაც. არის დეტალები რაც ყოველ წელს მე მაბარია, ასე მაგალითად ტორტის ყიდვა ან დეკორატიულად გაფორმება მისი, სახლის დალაგება და კიდევ სუფრის გაშლა.რატომღაც ყოველ დღესასწაულზე თუ პურისჭამაზე სუფრის გაშლა მე მიწევს,
და ხანდახან დეიდაჩემთანაც :D
როგორც შარშან მემგონი წელსაც ახალი წელი ყველაზე მთავარი ატრიბუტის, გოზინაყის გარეშე ჩაივლის. რადგან თითქმის ყოველთვის მისი შემქმნელი ჩემი ძმა იყო და შარშან ახალ წელს სახლში არ ყოფილა და ახლაც ეგრე იქნება მგონი, ამ დროს კი რა ვაკეთებ მე? არაფერს უბრალოდ არ მიყვარს გოზინაყი :D
ხვალ ალბათ არ დაირღვევა ჩემი მეზობლის ტრადიცია და როგორც ყოველ ახალ წელს კვლავ ღომს მომართმევს :D რომელზეც დიდად არ ვგიჟდები.
ჰმ ახალ წელს მინუსებიც აქვს, ასე მაგალითად ის მთვრალი ხალხი,რომელბიც იტრიტებიან უაზროდ, და ეს გრძელდება თითქმის ძველ ახალ წლამდე.
აუჰ ერთი პრობლემა მაქვს, სამარხვო კერძებთან დაკავშირებით. მაგრამ ფორუმჯის იმედი მაქვს, აუცილებლად გადავხედავ და რამოდენიმე სამარხვო კერძს გავაკეთებინებ დედას.

ეს ალბათ ამ წელს ბოლო პოსტია რადგან ხვალ არამგონია მოვიცალო დასაწერად. უამავის აქმე მაქვს მართლაც, იქ სალონი იქ ტანსაცმლის ყიდვა და ა.შ მინდა საახალწლოდ რამე ორიგინალური სადღესასწალო კაბა ვიყიდო.
მადლობა ახალ წელს იმისთვის რომ ერთი კვირა დასვენების საშუალება მომეცება.
მინდა მართლა განვიტვირთო და სწავლას ახალი, ძალით,ენერგიითა და შემართებით დავუბრუნდე. წინ ხომ კიდევ 6 თვე მელის. და 6თვის მერე ყველაზე საშინელი ორი თვე.
მოკლედ ხვალ აუცილებლად მოგილოცავთ ყველა ბლოგერს ახალ წელს. შამპანიურით სავსე ჭიქით მოგიჭახუნებთ ეკრანზე და ისე შევსვამ :Dუი ჰო წეღან თმა შევიღებე მწვანედ, ნაძვის ხეს მაინც არ ვდგამ და თავი მაინც იყოს მწვანე :D

Dec 25, 2009

პოსტი მაგრანეთისებური


თითქოს გათიშულივით ვარ.რა საშინელი ამინდებია, ამ ნისლიანმა ამინდმა მეც გამხვია თავის გაუკვალავ ნისლში. გუშინ ვიჯექი უნარებზე 3 საათის მანძილზე გათიშული.არც კი მახსოვს რა აგვიხსნა ან დაფასთან რა ამოვხსენი. გარეთ სასიამოვნოდ წვიმდა, ალბათ ამანაც იმოქმედა ჩემზე. წუთიერად ამ ამინდმა ჩემს სოფელში გადამისროლა, ბევრი რამე გამახსენდა.ვიგრძენი რომ უზომოდ მენატრებოდა იქაურობა. განსაკუთრებით კი ისეთი ამინდი როგორც ახლა გარეთ იყო. რაღაცნაირად ძალიან მიყვარდა ესეთი ამინდი როდესაც იყო სოფელში, მიყვარდა იმიტომ რომ ყველანი ერთ ოთახში შევიყრებოდით ხოლმე, სადაც ფეჩი ღუღუნებდა, ე.წ ”დუხოლკაში” კი გოგრას ვწვავდით, ზოგიც თხილს ამტვრევდა და გავარვარებულ ღუმელზე წვავდა. ზოგიც კი უგემრიელეს დამბალ ხაჭოს ამზადებდა, ერთსაც არაყი მოჰქონა და ჩვენთვის მინი სუფრას ვშლიდით .თან ჩვენს ბავშვობის ისტორიებს ვიხსენებდით და ვხალისობდით. იქ ყველაფერი ისეთი მყუდროა. არა რა მთა თავისას შვრება. როca იქ ჩავდივარ ყოველთვის მახსენდება იმ უცნაური სახელების მქონ ადამიანები რომლებიც იქ ცხოვრობენ. ბევრს არ ვიცნობ მაგრამ მათი სახელები გაგონილი მაქვს , ყველას იქაური ნიკნეიმი აქვს :D ასე მაგალითად ჭრელოათ მართა, და ეს სახელი ეწოდა იმის გამო რომჭრელი ძროხა ჰყავდა, ან კვებულათ ბალღები რომლებიც გამუდმებით სხვის კმაყოფაზე იყვნენ,
იქაური გარემოც ძალიან მიყვარს, ის თხილნარი ყველაზე მეტად, რომლის მიდამოებშიც აგვისტოს თვეში აუარებელ თხილის ნაჭუჭს ნახავთ. აუჰ კიდევ კიტრი მიყვარს იქაური ძალიან მაგრად, რომ ჩავდივარ მგონი კიტრები მემალებიან, დაუძინებელი მტერი ვარ :D ძალიან წყლიანი და გემრიელია.დილით რომ ვიღვიძებდი მაგიდაზე დიდ თეფშზე დათლილი მხვდებოდა.მარინა დეიდასთან შეკვეთა მქონდა ხოლმე მიცემული კიტრთან დაკვშირებით.


მმმმ იქაური ხინკალი,აი ყველაზე გემრიელია, არჩევანი ყოველთვის მრავალფეროვანია
და შედგება როგორც ხორცისგან ასევე სოკოსგან ყველისგან და კართოფილისგან.გარეთ დანთებულ ცეცხლთან მუდამ გარშემორტყმული ვართ და ველოდებით ხინკლის მოხარშვას, თან გვერდზე სიმინდები გვიდევს შესაწვავად გამზადებული.

და კიდევ სიონი მომენატრა სადაც ხშირ შემთხვევაში მზე სანატრელია, თუმცა ყველაზე მაგარი ადგილია სადაც შეგიძლია ძალიან მაგრად დაისვენო, მთა და წყალი ერთად, ბუნებისა და წყლის მოყვარულთათვის შესაფერისი ადგილია

ოჰ მოსანატრებელს და გასახსენებელს რა გამოლევს, თუნდაც ეს ოხუნჯობა
საწყალი დათუნა ესე ვათრიეთ სახლლამდე და ისე უხაროდა :Dჰაჰა ისიც ამ მოგონებების ერთ ერთი განუყოფელი ნაწილია, ბოლო წლების მანძილზე :D

Dec 20, 2009

Я сюда больше никогда не вернусь

Ролан Быков ის ფილმი,
აუჰ ამატირა რა:(
ნახეთ თქვენ

Dec 19, 2009

by ჩვენი ექსპრესი

ჩვენი ექსპრესის მიერ გადღებული ვიდეო, ნუ რავი უყურეთ

Dec 18, 2009

წერილი სანტას




ტასოს მიერ წამოწყებულ ტეგ თამაშში მეც ჩავერთე. ესეც ჩემი წერილი. ვნახოთ თუ ამისრულებს :)

Dec 17, 2009

კრიტიკული დღეები

ეს დღეებია ყოველ საღამოს, კომპთან დაჯდომისას, ცოტაოდენ ღვინოს შევექცევი ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს ვერ ვიტან ეს სისხლივით წითელი ღვინო წამალივით მეამება ხოლმე.
განსაკუთრებით მაშინ როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები. აი მაშინ ყველაზე ცუდად არის საქმე. მაშინ უკვე სიცოცხლის ელექსირად იქცევა, ოჰ ისე ვლაპარაკობ თითქოს ჩამოყალიბებული ლოთი ვიყო, რომელსაც სასმელის გარეშე გაძლება არ შეუძლია.
აი ეხლაც , კვლავ ღვინით შეიარაღებული ვარ.
დღეს თითქოს ყველა აზრი ერთმანეთში აირია. ერთმანეთს შეერწყა, ჩემს გონებას აღარ ძალუძს მათი განცალკევება ერთმანეთისგან. თითქოს ყველა ის პრობლემაც დამავიწყდა, რომელზეც ჯერ კიდევ გუშინ გაღვიძებისას მომენტალურად ტირილი ამიტყდა, ალბათ ყველაფერ იმ წყეულის ბრალია. მთელი დღეა ჩემს თავს კითხვას ვუსმევ,
-”და მაინც რატომ?”
მაგრამ ამაზე ჩემს შინაგან მესაც არ აქვს პასუხი,არ ვ
იცით არც ერთმა,ეს მხოლოდ მან იცის... ის კი დადუმებულია იმ მყინვარივით, რომელიც ცივია - როგორც უკვდავება და ჩუმია - როგორც განცხრომა.
ამ ყველაფერმა თითქოს ჩემში ერთი ნახევარი ჩაკლა, მაგრამ მეორე ნახევარი კვლავ ცოცხალია, კვლავ აფორიაქებულია. აი ისეთია, როგორც თერგი რომელიც ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავია.
ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ვგრძნობ ჩემში ორი ”მე”-ს ურთიერთბრძოლას, გამარჯვებული კი არც ერთი არ არის.

ეს ყველაფერი კრიტიკულ დღეებს ჰგავს, ხო ალბათ არის კიდევაც ოღონდ მხოლოდ ჩემი სულისთვის.

თავს ისე ვგრძნობ თითქოს უფსკრულის პირას ვიდგე და ნაბიჯის გადადგმას ვლამობდე, მაგრამ ნაწილობრივ მეშინია, ვაი თუ ავცდე იმ გზას რომელიც ჩემი გასავლელია დიდიხნის მანძილზე. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ორივე ”მემ” ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ.