Jul 15, 2011

სისაჩუქრეები



დღეს მიუხედავად მძიმე გამოცდისა ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ.გახარებული იმიტომ რომ taa.ge -ზე მე- 6000 კომენტარის ავტორი გავხდი, რის გამოც თათა მასაჩუქრებს H & M ის სათვალით. დიდი იმედი მაქვს, რომ მომიხდება.


გარდა ამისა ჯინსის გალერეა გადმომცემს 1წლიან VIP ფასდაკლების ბარათს.
ამ საჩუქრების გადმოსაცემად დღეს აქსისის სავაჭრო ცენტრში ვიკრიბებით, ძალიან მიხარია რომ ორ ბლოგერს, თათას და ვეკოს ახლოდან გავიცნობ. მეც მინდა თათას რაიმე სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთო, ახლა ალბათ ვერ მოვასწრებ ჩემი ჩანაფიქრის გაკეთებას, თუმცა ამ გეგმას მოგვიანებით აუცილებლად დავუბრუნდები. :)


კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თათას და ჯინსის გალერეას. მადლობთ რომ ზრუნავთ ადამიანების გახარებაზე.




დღეს ასევე საღამოთი თამუნას სახლში ღვინო ფართი და პიჟამო ფართი გვაქვს. ტრადიციულად მხოლოდ გოგონები ვიქნებით, რადგან კარებში წყევლაა და კარების ზღურბლს მამრობითი სქესი თუ გადააბიჯებს წყევლა ამოქმედდება. დღეს მთლიანად გავთავისუფლდი გამოცდებისგან და ახლა დასვენების დროა.



Jul 14, 2011

სტუდენტობის I წელი

დღეს უნივერსიტეტში გამოცდებს მოვრჩი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია. ზოგიერთმა უნვიერსიტეტმა სწავლაც და გამოცდებიც ივნისის ბოლოს დაამთავრა, ჩვენ კი ლამის მთელი ივლისიც ჯიქიაზე ამოგვხრუკეს. ჩემს ბავშვებს 2 თვით დავემშვიდობე. ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. გასანკუთრებით მიყვარდა ჩვენი პირველი ჯგუფი, ანუ ჯგუფი სადაც პროფესიის არჩევამდე ვიყავით, მეორე სემესტრში ახალ ჯგუფში გადავნაწილდით ბავშვები. ყველანი თავიანთი პროფესიის მიხედვით. თავდაპირველმა ბავშვემა უცბად მიგვივიწყეს ფსიქოლოგების ჯგუფში გადასული ბავშვები. სიმართლე გითხრათ ამის გამო დღემდე გული მწყდება. თავდაპირველად ახალ ჯგუფთან შეგუება ცოტა არ იყოს და გამიჭირდა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები ყველანი მიყვარან. ჯგუფში 22 ნი ვართ აქედან 2 ბიჭი გვყავს, აქტიურია მხოლოდ ერთი ბიჭი, თორნიკე. ბიჭიო- თუმცა ისე ვგრძნობთ გოგოები მის გვერდით თავს, თითქოს ისიც ჩვენი მსგავსი იყოს. ის ბავშვები, რომლებმაც ა ჯგუფიდან ფსიქოლოგების ჯგუფში გადმოინაცვლეს კიდევ უფრო ძალიან შემიყვარდნენ. ჩვენი ჯგუფის ბევრს შურს, რადგან ერთიანი ჯგუფი გვაქვს, არ არის ჩვენს ჯგუფში ცალ-ცალკე სასტავები, როგორც ეს ზოგიერთ ჯგუფში ხდება ხოლმე. ლექციებზეც და ლექციების მერეც ბევრს ვოხუნჯობთ, თუ უმრავლესობა თანახმაა ჯიქიას ფეხით ჩამოვივლით ხოლმე და გზადაგზა ვხალისობთ:

Jul 8, 2011

მემუშავება

რამდენიმე დღეა მუშაობა დავიწყე ოპერატორად. მიხარია ძალიან. მიხარია იმიტომ რომ, პირველ რიგში ამ ზაფხულს უქმად არ გავატარებ, მიხარია იმიტომ რომ სწავლაში იდეალურად მეწყობა საათები, და მიხარია იმიტომ რომ ჩემებთან გზის ფულის სათხოვნელად აღარ მივალ.
სწავლა როდესაც დამეწყება ყველაფერი იდეალურად მექნება აწყობილი. დილით 9დან 1 მდე უნივერსიტეტში ვიქნები, 3ის ნახევრისთვის სახლში დავბრუნდები, 5მდე ვიმეცადინებ და 5-6საათიდან 11 საათამდე ვიმუშავებ. ღამე კი ტკბილ ძილს მივეცემი.
ამ ერთი წლის მანძილზე ჩამომიყალიბდა გარკვეულწილად კომპლექსი იმისა რომ ჩემებს ვთხოვო ყოველ დილით გზის ფული. უუF როცა ეს მასიურ სახეს იღებს ამაზრზენი ხდება. ახლა კი ამ ყოველივეს ბოლო მოეღება. ივლისის ბოლოს ხელფასი დამენიშნება და მიხარია. უკვე დავალაგე გეგმები თუ რაში დავხარჯავ პირველ ხელფასს. მიუხედავდ იმისა რომ ხელფასი არაა მთლად ბევრი, ჩემს პონტში მაინც ჯიგრულად მეყოფა. დროებით ამით დავკმაყოფილდები.შემდგომ კი, როცა ჩემს პროფესიაში შესაბამის განათლებას მივიღებ, ვე ცდები უკვე პროფესიის მიხედვით ვიპოვო სამუშაო.
სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ეჭვი მეპარება ახლა დასასვენებლად წავიდე. არადა 1 კვირა მაინც ისე მინდა სულიერად დავისვენო. ამ ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ხმაური სასტიკად "მირტყამს ტვინში". შეიძლება თქვათ ნევროზი გაქვსო, მაგრამ არა. ეს უბრალოდ გადაღლაა ამ ხმაურიანი გარემოსგან.
გადავწყვიტე პირველივე ხელფასზე უსათუოდ შევიკერო წულეს კაბა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვაპირებდი შეკერვას, მაგრამ კაბისთვის გათვალისწინებული ფული ტელეფონის განავადებამ გადასანსლა. ახლა უფრო მეტად მომწონს წულეს კაბა. ამას წინათ ნანიკოს ეცვა გორენიეს ტექნიკის პრეზენტაციაზე წულეს RAINBOW კაბა, იმდენად მომეწონა რომ უffff . . .


Jun 28, 2011

გამღიზიანებელი ფაქტორები





ამ ბოლო დროს ყოველ წუთს, ყოველ დღე ვფიქრობდი დამეფიქსირებინა ის გარე გამღიზიანებლები, რომლებიც ჩემზე საშინლად მოქმედებს. ხოდა ასე, მეც მარშუტკით მგზავრობისას, თჲ ქუჩაში სეირნობისას ვცდილობდი ჩამენიშნა ყველა დეტალი გამღიზიანებელი ფაქტორებისა, რახანია აღარაფერი შემიმატებია ამ სიისთვის, ალბათ იმიტომ რომ მეტი ვერაფერი აღმოვაჩინე. ხოდა ერთად განვიხილოთ ეს გარეგამღიზიანებლები:




  • ე.წ მარშუტკაში როდესაც ორი ნაცნობი ხვდება ერთმანეთს კარგია, ნუ იმათთვის მეტ-ნაკლებად სასიამოვნოა, თუმცა როდესაც ისინი გვერდი-გვერდ გემრიელად მოიკალათებენ და დაიწყებენ ლაპარაკს ეს უკვე კოშმარია. ასე ძირითადად რუსთავი -თბილისის მარშუტკაში ხდება. ადრე ეს პრობლემა არ მაწუხებდა და არ მადარდებდა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ რაც ყურსასმენები გამიფუჭდა ეს ყოველივე აუტანელი გახდა, მთელი 30-35 წუთი (ერთი გზა ისიც :D) მათი გაუთავებელი ლაპარაკის მოსმენა მიწევს.
  • მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც გამარჯობის თქმას 2 საათი ანდომებენ, ან თუნდაც ნებისმიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას ძალიან ნელაი, დინჯი ლაპარაკით ცდილობენ.

Jun 22, 2011

მე კულინარი ?



მგონი ადრე კულინარიული მცდელობების შესახებ ერთი პოსტი დავწერე, რომელშიც მოგითხრობდით თუ რა ოსტატურად გავაკეთე ხორცის ხინკალი და მთიულური მხლის კეცეულა. დღევანდელი მცდელობები უფრო შორსაც წავიდა :)) :D დღეს მოგითხრობთ ახალი მცდელობების შესახებ. ამ ბოლო დროს უფრო მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა. როგორც დღევანდელი ფიქრებიდან გავარკვიე, სამზარეულოში ტრიალი მომწონს. მომწონს თუ რა აქტიურად და თან გულით ვცდილობ გავაკეთო გემრიელი სასუსნავები. შემდგომ კი მიხარია უფრო ის რომ მიქებენ ჩემს გამზადებულ საჭმელს. ყოველი საჭმლის სურათს აქტიურად ვდებ ფორუმზე, სადაც კულინარი ჯადოქრები მიფასებენ. მათი კომპლიმენტი უფრო დიდად სასიამოვნოა, ვიდრე სახლში ჩემების : D :D
დღეს ძალიან მომინდა კარტოფილის ხინკალი, დედაჩემს ეზარებოდა გაკეთება, ამიტომაც აქტიურად დავიწყე მომზადება. საბოლოო ჯამში უზომოდ გემრიელი გამოვიდა, ცომი მოვამზადე, ფორუმელ- რთულის რეცეპთით, ანუ + კვერცხი გავურიე, რათა ცომი უფრო პრიალა იყოს. კარტოფილის ხინკალს ძალიან უხდება კარაქი, (კარაქის გარეშე გემოს ვერ გაუგებთ).

შემდგომი მცდელობა უკავშირდება ხის სოკოს. რომელიც მაგრანეთული რეცეპტით მოვამზადე, ანუ ვარჩევთ სოკოს, ვრეცხავთ კარგად და ვხარშავთ 5-10 წუთის მანძილზე, შემდგომ დახრაკულ ხახვთან ერთად მოვთუშავთ + ბევრი პირილი, მარილი ოხრახუში და პიტნა. აი პიტნით საოცარი გემო და სუნი აქვს.ხის სოკო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სოკოა, მთელ სოკოს სახეობათა შორის. ხის სოკოს ხინკალი ხომ საერთოდ საოცრებაა.(დედაჩემი ნამდვილად გემრიელად აკეთებს ხის სოკოს ხინკალს.)
ჩემი სათუთი ხაჭაპური , აი ძალიან გემრიელი იყო მართლა, კი არ ვიქებ თავს, მაგრამ მართლა ძალიან გვეგემრიელა ოჯახს.


ამ ყოველივეს დესერტი ხომ უნდა? რასაკვირველია. სწორედ ამიტომ ჩემს პირველ ტორტიკუნას შემოგთავაზებთ, ნუ ამის გაკეთებაში ცოტათი დედაც დამეხმარა,მაგრამ ძირითადად, გაკეთებაში მაინც მე ჩავითვლი :D.

მოკლედ ასე. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ჩემი კულინარიული მცდელობების შესახებ.
დღეს გავაკეთე ტორტიკუნა, რადგან მარწყვი მიილია ბალით გავალამაზე, ყუნწებიც დავუტოვე რადგან ბალის შესაჭმელად უფრო ადვილი იქნებოდა. მელის და ნინის, ჩემს მეგობრებს გავუმასპინძლდი ამ ტორტიკუნათი და მოეწონათ ძალიან.

Jun 7, 2011

სასურველი მუცელი

ჯერ კიდევ აპრილის ბოლოდან დავიწყე ზაფხულისთვის მზადება, რაც პირველ რიგში იმით გამოვხატე, დავიწყე მუცლის ფორმაზე ზრუნვა. არ მომწონს გოგონები, რომლებიც დიდი ღიპით, ცხიმით სავსე გროვით დადიან. რასაკვირველია შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. ზოგს შესაძლოა ეს ნამდვილად არ ადარდებს, მაგრამ პირადად ჩემთვის სასტიკად მიუღებელია. რა ჯობია ლამაზ, წერწეტა მუცელს,ერთი ნაკეციც, რომ არ გაქვს.
მუცლის პრესები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, იმისთვის რომ ჩვენი მუცელი ნელ-ნელა ფორმაში ჩადგეს. ასე მაგალითად, არსებობს მუცლის პრესის რამდენიმე სახეობა, მაგრამ პირადად მე პრესებს ვაკეთებ შემდეგ ნაირად, ვწვები სულ სწორ ადგილას, ხელებს თავქვეშ ვილაგებ და ვიხრები ფეხებამდე. მთავარია, ასევე ის, რომ ფეხები არ მოვხაროთ ოდნავადაც კი. ასე ვაკეთებ ყოველ საღამოს 50-ჯერ.
ასევე ეფექტურია შემდეგი ხერხიც, ვწვებით სწორ ადგილას, და ფეხებს ოდნავ, დაახლოებით 20 სანტიმეტრზზე ვწევთ მაღლა, მერწმუნეთ იოლი არ მოგეჩვენოთ. 30 წამი ძლივს გავქაჩე :)))
ახლა, ჩემი მუცელი არის ძალიან მკვრივი, ვინმეს ჩქმეტა რომ უნდდოეს, ხორცს ხელს ვერ მოhკიდებს :D:D თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ იმაშიც , რომ ბოლო4-5 დღეა ფორმიდან ამოვვარდი, რაც გამოწვეული იყო აქეთ-იქით ტუნტულით, დალევით და სიზარმაცით. თუმცა დღეიდან ისევ ფორმაში ვდგები. არ დავუშვებ, რომ ჩემი გეგმები წყალში ჩამეყაროს.
ძალიან მინდა ასევე რგოლი. დღეში 5-10 წუთი რგოლით ვარჯიშების ჩატარება შესანიშნავად მოუხდება მუცელს და უფრო გაგვიადვილებს ყველას რომ მივიღოთ სასურველი შედეგი.


Jun 5, 2011

თმისეული ექსპერიმენტი N2

არ მახსოვს ადრე გითხარით თუ არა, მაგრამ თმის ერთი ნახევარი მაქვს უფრო ღია ფერის, ხოლო მეორე ნახევარი შედარებით მუქი. რაც მგონი გამოწვეულია იმით, რომ შარშან ერთი ანხევარი მწვანე ტონიკით მქონდა შეღებილი, და უკვე გადასვლის პროცესში იყო, როცა ჩვეულებრივი საღებავის ბალზამი წავისვი თავზე. ხოდა ეს ფერიც მას შემდეგ აღარ მომშორდა.
არადა ძალიან უჯიშო თმა გახდა. არა ხარისხით, არამედ იმით რომ რა საღებავიც არ უნდა დავიდო მაინც არ ღიავდება ის თმა. ამას წინათ ხნა დავიდე თმებზე, (ვინც არ იცით, ხნა არის ბუნებრივი საღებავი, რომელიც არ აზიანებს თმას, პირიქით. სასარგებლოა ძალიან.) წესით და რიგით, 1 საათში თმა მოწითალო უნდა მქონოდა, თუმცა ვერ მოგართვით, რეაქციაც არ ჰქონია თმის ფერს, მითუმეტეს რომ 1 საათის ნაცვლად 4 საათი მქონდა. ანუ გამვიდა, რომ ერთი მხარე ისევ ღია, მეორე კი ისევ მუქი ფერის მქონდა.. არადა, ოდნავ მოვსინჯე ღია ფერის თმაზე ხნა და იმ მხარეზე იმოქმედა აშკარად.
ამას წინათ მომინდა, რომ ხნის ნაცვლად ჩვეულებრივი საღებავი მეცადა მუქი ფერის თმაზე, და გაუღიავებლად წავისვი მუქი წითელი ფერის საღებავი, დაახლოებით 10 წუთი მქონდა გაჩერებული თმაზე, რადგან არ დამწვოდა შემეშინდა. მუქი ფერის თმას კვლავ რეაქცია არ ჰქონია, მაგრამ ღია ფერის თმაზე იგივეს ვერ ვიტყვი. საბოლოოჯამში ასე გამოიყურებოდა.


თმა არ დამწვია საბედნიეროდ, არც გამეყო ბოლოები და კარგად გამოიყურება ნამდვილად. რამდენიმე დაბანაზე ეს ფერი გამიქრა და თითქმის იგივე ფერის თმა დამრჩა რაც აქამდე მქონდა.
ამას წინათ ბეთანიაში,რომ მივდიოდი, მომინდა თმის ლურჯად გადაღებვა ტონიკით,(ეს ტონიკი ბალზამს შეიცავს და არ აზიანებს თმას) გარეთაც მშვენიერი ამინდი იყო და ხალისიანად შევუდექი თმის შეღებვას. რადგან ზერელედ წავისვი საღებავი, შესაბამისადაც შეიღება, სამაგიეროდ შემეღება ყურები და კისერი. ძლივს მოვიშორე საღებავი. :D ეს კი ჩემი ლურჯი თმა.

ახლაა ეს ფერიც გადამივიდა თითქმის, აღარ ვაპირებ თმის შეღებვას. ხოლო სურვილი, რომ მქონდეს 2 ლურჯი ზოლი, ეს ისევ ძალაში რჩება, პრობლემა ისაა, რომ უბრალოდ ჩვეულებრივი საღებავი ვერ ვიპოვე ისეთი ფერის როგორც მე მინდა.
ჩემი თმები კი შარშანდელიდან დღემდე ძალიან გაიზარდნენ.



მიყვარს ჩემი თმები.