Aug 16, 2011

თიანეთობა

ყოველთვის მინდოდა ერთხელ მაინც შემეჭყიტა თიანეთობის ფესტივალზე, რომელიც 13 აგვისტოს იმართება თიანეთში.წელს ნინომ შემომთავაზა რომ წავსულიყავით ისიც ჩემსავით წუწუნებდა, ამდენი ხანია აქ ჩამოვდივარო და ფესტივალზე ერთხელაც კი არ ვყოფილვარო, საერთოდაც ფესტივალს ვინ ჩივის შიგ თიანეთში თვალითაც კი არ შეგვიჭყიტავს. თუმცაღა წელს, ზაფხულის სანტა გამოჩნდა და ყველა ჩვენი სურვილი აასრულა.
13ში ბრწყინვალე დღე გათენდა, მზიანი, ოდნავ სიგრილით, არც სიცხე გვაწუხებდა ზედმეტად. მე ნინო და ლევანი 11საათზე გავეშურეთ თიანეთში, გზად ბურგერებისთვის საჭირო ატრიბუტები ვიყიდეთ, ერთჯერადი წახემსებისთვის.
რადგან ლევანს ჩვენზე მეტად აქვს თიანეთთან შეხება, დავაკისრეთ გიდის ფუნქცია. მას უნდა აეხსნა და ენახებინა ყველა საინტერესო ადგილი ჩვენთვის.
პირველი გაჩერება ჟინვალის წყალსაცავზე იყო.საოცრად ლამაზი ფერი ჰქონდა წყალს, მომინდა რომ გადავმხტარიყავი, ნინომ და ლევანიმ დამცინეს, რომ ვთქვი წყალი ზუსტად ჩემი ჩანთის ფერია თქო :)))
ჟინვალის წყალსაცავი
რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდგომ დავიძარით კვლავ თიანეთის მიმართულებით, სადაც საშინელი გზა იყო.ბოლოს, როგორც იქნა ჩავაღწიეთ თიანეთშიც.
კუჟბაღში მრავლად მოეყარა ხალხს თავი.
თიანეთის ეკლესია

Aug 1, 2011

მგრ-2011


გუშინ საღამოს დავბრუნდი მაგრანეთიდან.პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გული დამწყდა იქაურობის დატოვებისას. როგორც კი თბილისში შემოვედი უკვე აშკარად იგრძნობოდა ოფლის ასორტით გაჟღენთილი ჰაერი.


წინა შაბათს, ბალაგნობა: მე ნინო თაკო და მისი ორი ბავშვი მოვემზადეთ მაგრანეთში წასასვლელად. თავიდან ყველაფერი საშინლად დაიწყო. ნინო დეზერტირების ბაზართან პატრულმა გააჩერა, არანაირი წესის დარღვევის გამო ედავებოდა. საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და არანაირი ჯარიმა არ დაწერა.

იმდენი ბარგი ბარხანა გვქონდა, თითქოს ერთი წლით მივდიოდით.

ცხვარიჭამიას როგორც კი მივუახლოვდით საშინელი წვიმა წამოვიდა, ჩვენ უკვე ჩვენს ფიქრებში ვიყავით, ვაი თუ მთელი კვირა ასეთი ამინდები იყო, მერედა ჩენი ზაგარი და ა.შ ბოლოს როგორც იქნა სოფელსაც მივუახლოვდით.



Jul 22, 2011

1 კვირით მაგრანეთში

ხვალ  ერთი კვირით ბალაგანობა სოფელში მივდივართ. ხვალ ვეღარ მოვასწრებ დაწერას ამიტომ დღეს დავწერ მინი შესავალს <3 . როგორც აღმინიშნავს ბევრჯერ სიონი ჩემთან ახლოს არის ძალიან, ამიტომ ნინოს მანქანით ვეცდებით ხშირად ავიდეთ, ნუ ბენზინზეა დამოკიდებული, თუმცა სამჯერ ყველა ვარიანტში ავტლაკუნდებით. უკვე მოვიმარჯვე ჩემი საყვარელი ციცქნა ჩანთა და ჩავალაგე მზის კრემები: მზის გამაძლიერებელი რუჯი, მზის აბაზანების შემდგომ წასასმელი კრემი და კრემი  იმისთვის რუჯი რომ არ გადავიდეს. სამივე ძალიან მომწონს, მართლაც რომ ეფექტურია, თან საოცრად კარგი სუნი აქვს. სხვათაშორის შარშან გემრიელად შევიბრაწე, მითუმეტეს რომ მხოლოდ 2 დღე ვიყავი მზეზე, დღემდე მაქვს რაზნიცები
        
დღეს დავრეკე და როგორც ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა კიტრი უკვე  შემოვიდა, მმმ თან რა საოცრად სიგემრიელეა იცით, თან უგემრიელესი სუნი აქვს, ე.წ მიწის კიტრია, ძალიან წყლიანი.  თხილებიც აწი მალე შემოვა, ვაშლიც დამწიფების პროცესშია, + ყველაზე მთავარი ჩემი საყვარელი ჰამაკი, ნუ კი იქნება ტაციაობა ჰამაკზე, მაგრამ გავიყოფთ :D  


ასევე ტრადიციულად გვექნება მწვადები და ბევრი სასმელი, შარშან მე და ნინოს ბალიშის ქვეშაც კი არაყი გვედო :D ყოველდღე დღე ვლოთაობდით, ანალოგიური შემთხვევა იყო ჩემსა და თამუნას იქ ყოფნის დროსაც. 



საოცნებო დღე: ქორწილი

ალბათ ყველა მანდილოსანს უფიქრია თუ როგორი იქნება მისი მომავალი ქორწილი.  მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი.  ფიქრობ ერთია  და რეალურად როგორი იქნება მეორე, თუმცა ხომ გაგიგონიათ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ხოდა მეც ვიფიქრებ და ვიოცნებებ, ჩემი რა მიდის მითუმეტეს, რომ  ხანდახან ნახევრად ოცნებებით ვცხოვრობ ხოლმე. 

მაგრამ სანამ მე ჩემს ფიქრებს გაგანდობთ მოდით ერთად განვიხილოთ თუ რა ვითარებაა ამჟამად ან უახლოესი წლების მანძილზე ქორწილების მხრივ.  მე თამამად ვაცხადებ, რომ  დღევანდელი ქორწილების უმრავლესობა არ მომწონს, არ მომწონს იმიტომ რომ, ძირითადად დღესასწაულს კი არა  უაზრო ღრეობას ემსგავსება. მოდით მივყვეთ ყველაფერს დეტალურად... 


 წყვილი წყვეტს, რომ  უნდა გადაიხადონ ქორწილი, შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ ქორწილის გადახდის საშუალება, შესაბამისად ქორწილთან დაკავშირებულ ხარჯებს მობლები იღებენ საკუთარ თავზე.  და აი მთავარი პრობლემაც სწორედ აქედან იწყება.  ისინი გადახედავენ რა თავიანთ წარსულს, გაიხსენებენ ვის ქორწილზე რამდენი აქვთ დადებული, ვის ქორწილში იყვნენ,  და შესაბამისად მათგანაც იმდენს ან უფრო მეტსაც მოელიან.სულ რომ გარეული  ნათესავი იყოს ისინი ნებით თუ უნებლიედ ვალდებულები ხდებიან დაპატიჟონ, რათა გაცემული ხარჯები ახლა უკან დაუბრუნდეთ. მაგრამ ისიც არ დაგვავიწყეს, რომ ეს ნათესავები არც ერთი წყვილისთვის არაფერს წარმოადგენას, ხშირ შემთხვევაში კი შეიძლება მხოლოდ სახელით იცნობდნენ... ამის გამო ქორწილი ივსება შენთვის უცნობი ხალხით. . . რომლებიც ძირითად შემთხვევაში  მხოლოდ და მხოლოდ გასაძღომად არიან მოსულები. დიახ რომ მხოლოდ გასაძღომად.  მე ვაპროტესტებ  ამას, ასეთი ხალხი ქორწილში ყოფნას არ იმსახურებენ.


Jul 21, 2011

ეჭვიანობა, როგორც ასეთი დაავადება?



ეჭვის არის საშუალო ემოცია და ჩვეულებრივ ეხება ნეგატიურ ფიქრებს და გრძნობებს დაუცველობისა შიშის. ეჭვი არის ასევე ნაცნობი გამოცდილება ადამიანურ ურთიერთობებში, ასე მაგალითად შეიძლება ეჭვიანობა გამოვლინდეს მცირეწლოვან ბავშვებში, (ვთქვათ როდესაც დედა ეფერება ერთ შვილს), თუმცა ამ პოსტში დედაშვილური ეჭვიანობის განხილვას არ ვაპირებ, არამედ ეჭვიანობას საყვარელ ადამიანებში, კერძოდ შეყვარებულებში/მეუღლეებში/მეგობრებში და ა.შ.


არსებობს სხვადასხვა სახის ეჭვიანობა, რასაც შეიძლება ადამიანის სხეული განიცდიდეს, ეჭვი შეიძლება ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ეჭვიანობამ შეიძლება თავი იჩინოს სამსახურში, ოჯახში, სიყვარულში ან მეგობრებში. დღეს ვაპირებ განვიხილო ეჭვიანობა რომანტიკულ ურთიერთობებში.





რომანტიკულ ურთიერთობებში ეჭვიანობა შესალოა გამოწვეული იყოს გამოცდილი მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ურთიერთობებით, შესაძლოა ერთ-ერთი პარტნიორი ბევრ დროს უთმობდეს უბრალოდ მეგობარს, რაც მეორე პარტნიორში აღძრავს ეჭვს და შიშს მისი დაკარგვისა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ავადმყოფურ დონეზე ეჭვიანები ხდებიან, ასეთი ტიპის კატეგორიები ჩვენს ირგვლივ საკმაოდ მრავლად არიან.


Jul 20, 2011

ჩვენთვის "უცნობი" წიგნები

ვეძებ კარგ წიგნებს საკითხავად, არა საბავშვოს, არა დეტექტივს,უფრო ზოგადს, ცხოვრებისეულს, ჩემს პროფესიასთან ახლოს რომ იყოს, ასევე ზოგადად ყველა ქალისთვის საინტერესო წიგნები რომ იყოს. გადავწყვიტე, რომ ჩემს ყოველ ხელფასზე შევიძინო 1 წიგნი. გადავქექე-გადმვოქექე ინტერნეტი და ვიპოვე რამდენიმე წიგნი, რომელიც საქართველოში არც თუ ისე აქტუალურია თუმცა საზღვარგარეთ დიდი ინტერესით სარგებლობს ხალხში. შემოგთავაზებთ ჩემ მიერ დაკომპლექტებულ 4 ეულს, რომლის წაკითხვის სურვილიც ძალიან მაქვს. ინგლისური იქნება თუ ქართული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც უკეთესია ქართულად თუ ვიპოვი რომელიმე მათგანს, თუმცა ეჭვი მეპარება.

1."Smart Women Finish Rich" -David Bach.
მოკლედ, ეს არის წიგნი ადამიანებისთის, რომლებიც მზად არიან, რომ გახდნენ ფინანსურად ორგანიზებულები, ამ შემთხვევაში დევიდ ბახი არის ფინანსური მრჩეველი, რომელმაც იცის თუ როგორ დაეხმაროს ქალბატონებს მიღწევადი ფინანსური გეგმის შედგენაში. თუ თქვენ ხართ მზად რომ მიიღოთ სერიოზული რჩევები მომავლის ფინანსურადუზრუნველსაყოფად, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.


2.9 Things You Simply Must Do to Succeed in Love and Life-
Henry Cloud.
წიგნი იმის შესახებ, რომელიც გამოჰყობს 9 პუნქტს, რაც უნდა გააკეთო წარმატების მისაღწევად სიყვარულსა და ცხოვრებაში.
დოქტორი ჰენრი არის ფსიქოლოგი, რომელიც აკვირდება იმის საიდუმლოს თუ რატომ მუშაობს ზოგი და ზოგი კი არა. იგი აღნიშნავს, რომ არსებობს მრავალი გზა, რომელიც განსაზღვრავს წარმატებას. იგი გამოყოფს ასევე, ადამიანთა 3 კატეორიას:
1. ისინი, რომლებიც ცხოვრებაში წინ წავიდნენ,
2. ისინი რომლებიც მუდამ ერთი დაიმავე შეცდომებს იმეორებენ.
3. მიაღწიეს თავიანთ მიზნებს, და იპოვეს ის რასაც ეძებდნენ. ნუ მოკლედ დანარჩენი, უფრო ვრცლად იხილეთ თავად წიგნში.

3. eat, pray, love- Elizabeth Gilbert. ალბათ ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი ბევრს გინახავთ, ჰმმმ მე ჯერ არა, ჯერ მინდა წიგნის კითხვის სიამოვნება განვიცადო და შემგომ რეალურად ჩემი წარმოსახვები ფილმის დახმარებით გავაცოცხლო. მას შემდეგ რაც მთავარი გმირი გაცილდება მეუღლეს იგი იწყებს მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო, იმის შესახებ თუ რა აღმოაჩინა მან მოგზაურობის დროს შეგიძლიათ წიგნში იხილოთ.




4.You're the One That I Don't Want- Alexandra Potter
ბუნებით რომანტიკოსი ვარ ეს წიგნი კი ვფიქრობ ზუსტად ჩემთვის და ჩემნაირებისთვის არის. მხიარული, ჯადოსნური, რომანტიკული კომედია იმის შესახებ, რომ იპოვო ის ერთი არ ნიშნავს იმას რომ ყოველთვის ბედნიერი დასარული ექნება ამ ამბავს.
მბურძგლავს ტანში ისე მინდა ამ წიგნის წაკითხვა.

Jul 16, 2011

ღვინო ფართი 2011





გუშინ ფრიად სასიამოვნო დღე იყო. დავიწყებ იქიდან რომ საბოლოოდ მოვუღე ბოლო ყველა სახის გამოცდას, გავხდი თათას ბლოგზე გამარჯვებული და ასევე გოგონები ავღნიშნავდით ღვინო ფართის. თავშეყრის ადგილი ტრადიციულად თამუნას სახლი იყო, ნუ მან თავისი ოჯახობა დასასვენებლად გაუშვა ამიტომ გვქონდა სლოგანი: ასლანი წავიდა, ბათუმი თავისუფალია . ამ დღეს, კარებში მოქმედებს წყევლა, რომელიც მხოლოდ მამრებზე ვრცელდება.

მანამ სანამ გოგოები სრულად მოიყრიდნენ თავს, მე და ნინო აქსის სავაჭრო ცენტრში გავედით, სადაც გაიმართა ე.წ დაჯილდოვება. თათამ სახალხოდ გადმომცა სათვალე. რომელიც აი ძალიან ძალიან მომწონს, მგონი მმიხდება კიდევაც. :D
ასევე ჯინსის გალერეამ გადმომცა 1 წლიანი 15 % ფასდაკლების VIP ბარათი. იქ იყვნენ ასევე ჯინსის გალერეის წარმომადგენლები და მეორე გამარჯვებული, რომელსაც ჯინსის გალერეის მიერ გადაცემული შარფიი ძალიან უხდებოდა.